დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ინტერტექსტური ანალიზი

Main Article Content

რამაზ ხალვაში

ანოტაცია

ანოტაცია: „გალობანი სინანულისანი“ წმ. დავით IV აღმა­შენებლის (1072-1125) ერთადერთი მხატვრული ქმნილებაა. საგალობლის უძველესი, XII-XIII საუკუ­ნეების ხელნაწერები (A-290, A-85, K-22) სასწავლო დანიშნულებისაა და მომდი­ნარეობს გელა­თის სკოლიდან. თვით ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ „გალობანი სინანულისანის“ ტექსტმა იმთავითვე შეითავსა სახელმძღვანელოს ფუქნცია. ინტერტექსტურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა, უფრო ახლოს გაგვეცნო დავით მეფის სულიერი სამყარო, უკეთ გაგვეაზრებინა საგალობლის შინაარსი და უფრო საფუძვლიანად შეგვესწავლა ავტორის პოეტური ლაბორატორია. „გალობანი სინანულისანის“ შთაგონების წყაროა ანდრია კრიტე­ლის „დიდი კანონი“, რომლის მესამე ქართული თარგმანი დავით IV-ის დაკვეთით შეასრულა მისმა მოძღვარმა, ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა წმ. არსენ იყალ­თოელმა. გარდა ამ ტექსტისა, საგალობელში ციტირებული და პერიფრაზირე­ბულია: წმინდა წერილი, განსაკუთრებით, დაბადება, ფსალმუნები, მეფეთა წიგნები და ახალი აღთქმა (სახარებები, სამოციქულო და აპოკალიფსი); აპოკრიფული „მანასე მეფის ლოცვა“; იოანე დამასკელის „გარ­დამოცემა“; გრიგოლ ღვთისმე­ტყველისა და დიონისე არეოპა­გელის თხზულებები; „დიდი სჯულის­კანონი“ და მასზე დამყარებული „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა“ (1203 წ.) და სხვა. „გალობანი სინანულისანი“ კვალ­დაკვალ მიჰყვება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს და ბიბლიურ ისტორიაზე დაყრდნობით თანმიმდე­ვრულად გვიჩვენებს სამოთ­ხიდან გამოდევნილი ადამიანის ზნე­ობრივ დაცემას, რასაც ახლავს ამ ცოდვათა პიროვ­ნულ ჭრილში თვით­მხილება და სინანული. საგალობელი შეიცავს რვა ოდას და 33 ორიგინალურ ტროპარს. ტროპარებში წამყვანი ადგილი უკავია ბიბლიურ-ისტო­რიულ თემა­ტიკას, ხოლო „ღმრთისმშობლისანი“ გამოირჩევა მკაფიოდ გამოკვე­თილი საღვთისმეტყველო შინაარ­სით, ეძღვნება ყოვლად­წმინდა ღვთისმშობელს და შეიცავს მისდამი მიმართულ ვედრებას. ინტერ­ტექსტური ანალიზის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტო­ლოგიისა და ტრანსლატოლო­გიისთვის, რადგან ავტორის მიერ დამოწმებული და პერიფრა­ზირებული წყა­როების გათვა­ლისწინება ხელს უწყობს თხზულების ტექსტის არგუ­მენტირებულ დაზუსტებას და შინაარსობ­რივად უფრო ზუსტი, ტერმი­ნოლო­გიურად გამარ­თული თარგმანების შექმნას.

საკვანძო სიტყვები:
დავით აღმაშენებელი, „გალობანი სინანულისანი“, ინტერტექსტური ანალიზი, „დიდი კანონი“, მანასეს ლოცვა
გამოქვეყნებული: Mar 4, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია