ტაოს ონომასტიკა ოსმალურ წყაროებში 3

Main Article Content

მამია ფაღავა
ზაზა შაშიკაძე

ანოტაცია

ანოტაცია. ისტორიული ქართული მხარე, ტაო, ახლა თურქეთის შემადგენლობაშია. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით იგი ართვინისა და ერზრუმის გუბერნიებშია მოქცეული. აღვნიშნავთ, რომ წარსულში ტაოს ქვეყანა იყო კულტურათა შეხვედრისა და დიალოგის ასპარეზი.  აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ ქართული, ბერძნული და სომხური კულტურები. თითოეული მათგანის ნაკვალევი ატყვია ტაოს მიწას. ტაო უპირველესად ქართველთა ხსოვნას ინახავს, - ქვეყნის ძველი ტოპონიმიის დიდი ნაწილი ქართველურია, რაც დასტურია, რომ ტაო ქართული ქვეყანაა.


წინამდებარე ნაშრომში ვსაუბრობთ ტაოს ონომასტიკაზე ოსმალური წყაროების, 1574 წლის ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრისა“ და 1835 წლის ,,დავთრის“, ასევე 1595 წლის ,,არტანუჯის ლივის ვრცელი დავთრის“ მიხედვით.  წყაროები საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ იუსუფელის მიმდებარე სოფლების ტოპონიმიკაზე აღწერილი სოფლების ეთნიკურ შედგენილობაზე.  გამოკვლევაში დეტალურადაა საუბარი თივასორის (Tivasor), ესბექის (Esbek), ერკნისის (Erknis), იშხნის (Işhan) მკვიდრ მამაკაცებზე დავთრების ჩანაწერების მიხედვით. ოსმალურ ,,დავთრებში“ დასტურდება პიროვნების ორწევრა (სახელი+მამის სახელი) და სამწევრა (სახელი+მამის სახელი+,,გვარი“) აღნიშვნა. პიროვნების ორწევრა აღნიშვნა მოცემულია 1574 და 1595 წლის ,,დავთრებში“, სამწევრა - 1835 წლის ,,დავთარში“. აღწერის მასალებში პიროვნების აღსანიშნავად სახელთან ერთად გამოყენებულია მეტსახელიც.


კვლევამ გვიჩვენა, რომ 1574 და 1595 წლის ,,დავთრებში“ დაცული ანთროპონიმების დიდი ნაწილი ქართულია, ნაკლები - არაქართული. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობით XVI საუკუნის ტაო ქართული ქვეყანაა.

საკვანძო სიტყვები:
გვარი, ტოპონიმი, მეტსახელი, მუსლიმი, დავთარი
გამოქვეყნებული: Mar 4, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია