მუჰაჯირთა შთამომავლების ქართული ფრიდონ ხალვაშის პოეზიაში

Main Article Content

მალხაზ ჩოხარაძე
ნაირა ვარდმანიძე

ანოტაცია

აბსტრაქტი. ქართველთა მუჰაჯირობა და მუჰაჯირთა შთამომავლების ცხოვრება  ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ეს თემა ფართოდ აისახა მწერლის შემოქმედებაში - როგორც პროზაულ, ასევე, პოეტურ ტექსტებში.  


1968 წელს, თურქეთში ქართველ მწერალთა დელეგაციის სტუმრობის დროს, მწერალს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებს. მათ შორის თავის ნათესავებსაც. ნაშრომში გაანალიზებულია, ერთი მხრივ, პოეზიაში ასახული რეალობა, მეორე მხრივ, სუბიექტური განცდები პოეტისა, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა დაკვირვებოდა თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების შთამომავალთა ცხოვრებას, მათ მეტყველებას, მშობლიურ ენასთან დამოკიდებულებას. ნაშრომში, ასევე,  მოცემულია მუჰაჯირთა შთამომავლების თაობათა ყოფის შედარების ცდა.

საკვანძო სიტყვები:
მუჰაჯირობა, ქართველი მუჰაჯირები, ფრიდონ ხალვაში
გამოქვეყნებული: Mar 4, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია