მედიატექსტი და საზოგადოება – შემოქმედების და მოქმედებების კონტექსტში

Main Article Content

ირმა გაბინაშვილი

ანოტაცია

აბსტრაქტი: თანამედროვე სამყაროში საზოგადოებრივი აზრი გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეფექტიანი მაუწყებლობის და საზოგადოებაში სანდოობის ამაღლებაზე ორიენტირებულ იმ დარგთა შორის, რომლებიც რიტორიკას, როგორც სიტყვიერი დარწმუნების ხელოვნებას იყენებს - პოლიტოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, კომუნიკაციური ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა და სხვა, უნდა გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო სეგმენტი – კომუნიკაცია და მისი ერთ-ერთი „იარაღი“ – მედია ტექსტი, რომლისთვისაც რიტორიკული არგუმენტაციის თეორია მთავარი საყრდენია აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად. კომუნიკაციების განვითარებაზე დაფუძნებულ გლობალურ კულტურულ გარემოზე გადასვლამ და მედიის მიმართ ფორმირებულმა პრეტენზიამ-თითქოსდა ის აკნინებს მაღალ, ელიტარულ კულტურას- დაკარგა აქტუალობა და მოდიფიცირდა ისეთ ახალ მიმართულებაში, როგორიცაა კულტურულ პროცესებში კონტრმწარმოებლის როლის ფორმირების ტექნოლოგია. როდესაც დგინდება, რომ მედიის განვითარება უწყვეტი და შეუქცევადი პროცესია, სადაც კომუნიკაციის ფორმები პერიოდულად იცვლება, უცვლელი რჩება მხოლოდ მედიის ენა, რომელიც მოქმედებისა და შემოქმედების პროექციის არეალია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მედიატექსტის არქიტექტურის და კონტექსტის შესწავლა ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოების და საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის ამაღლების პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
საზოგადოებრივი აზრი, გავლენა, მედიატექსტი
გამოქვეყნებული: Mar 4, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია