ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველება (ორდუს ვილაიეთის ფაცის სოფლებში ჩაწერილი მასალები)

Main Article Content

მზია ხახუტაიშვილი

ანოტაცია

აბსტრაქტი: ბსუ-ს მიზნობრივი საგრანტო პროექტის („ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“) ფარგლებში თურქეთის ფაცაში ჩაწერილი ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავალთა მეტყველების ნიმუშების შესწავლა აქტუალურია ,,კუნძულური" კვლევისა და ქობულეთურის თანამედროვე მდგომარეობის შესასწავლად.


ფაცელთა  მეტყველებაში შენარჩუნებულია ქობულეთური კილოკავის მთავარი მახასიათებლები ფონეტიკურ (დიფთონგები, ბგერის დავიწროებისა და დაკარგვის შემთხვევები), მორფოლოგიურ (უკუმშველობა-უკვეცლობის ტენდენცია, ორმაგი მრავლობითის ფორმები), სინტაქსურსა (ერგატიული კონსტრუქციები) და ლექსიკურ დონეებზე (დიალექტიზმები, ზანიზმები, იშვიათი იდიომები, სადაც ჩანს ქრისტიანული კულტურის კვალი).


ფაცელთა ქართულ მეტყველებაზე თურქული ენის გავლენა ჩანს აღმოსავლური ლექსიკის ინტენსიურ გამოყენებაში, აღწერით კონსტრუქციებში, კალკებში, კოდების ცვლასა და შერევაში.


 მიუხედავად სალიტერატურო ენისგან იზოლაციისა და უცხოენოვან გარემოში არსებობისა, ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველებამ შეინარჩუნა ქართული ენის ძირითადი მახასიათებლები და ქობულეთური კილოკავის არსებითი თავისებურებანი. მასალა ინტერდისციპლინური გამოყენებისაა.

საკვანძო სიტყვები:
ქობულეთელი მუჰაჯირები, ფაცა, თურქეთი, ქართული მეტყველება
გამოქვეყნებული: Mar 4, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია