ზეცასყოფნობის მისტერია ქართულ მითოპოეზიაში („ზეცას ვიყავ...“)

ავტორები

  • თინა შიოშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნატალია ჩხარტიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ზეცა, ანიმიზმი, მნათონი, კულტი, სიმბოლო, დიალოგი, სუბსტანცია

ანოტაცია

მსოფლიოს ყველა უძველესი ხალხის, მათ შორის ქართველთა, მსოფლგაგება ანიმისტურია, რაც უპირველესად ეფუძნება რწმენა-წარმოდგენებს მნათობთა კულტზე. შესაბამისად, ჩვენი წინაპრებისათვის ზეცა – კაცობრიული თვალსაწიერის უკი­დეგანობის უნივერსალური სახე – სიმბოლო უხსოვარი დრო­იდან მუდმივი ლტოლვის, შეცნობის ობიექტია. ზეცისადმი ადამი­ანის სწრაფვამ სათავე დაუდო ზეციურისა და მიწიერის მუდმივ დია­ლოგს, უზენაესი მნათობებისადმი განუზომელ თაყვანისცემას, მათი სუბსტანციის შეცნობის წადილს; კაცობრიობის ეს მარადიული მისწრაფება კარგად გამოიხატა არქაულ – ქართულ მითოპოეტურ ნიმუშში „ზეცას ვიყავ...“

Downloads

გამოქვეყნებული

2025-11-27

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატია