ხმა გულაგიდან – გადასახლებული ქალების პორტრეტები ნუცა ღოღობერიძის მცირე პროზაში

ავტორები

  • მარიამ კორინთელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ირაკლი ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

რეპრესიები, დიდი წმენდა, ქალების ბანაკები, გულაგის ლიტერატურა, გადასახლებულების ლიტერატურა

ანოტაცია

„წითელი ტერორის“ სისხლიან სურათს, განსაკუთ­რებით 1937 წლის დიდ წმენდას, რაც გამორჩეული სისასტიკით ჩატარდა საქართველოში, ჯერ კიდევ აკლია უამრავი სახელი, განსაკუთრებით კი ქალების სახელები. უცხოური „გულაგის ლიტერატურა“ უმეტესად მაინც მამაკაცების ხმა და პერსპექტივაა, საქართველოში ბანაკებზე დოკუმენტური თუ მხატვრული მასალის დიდი ნაწილის არსებობა კი ქალი გადასახლებულებისა და ქალი მწერლების დამსახურებაა. სტატია იკვლევს ნუცა ღოღობერიძის, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, მცირე პროზის ავტორის ნოველების კრებულს „ვალსი პეჩორაზე“ – გადასახლებული ქალების პორტრეტებს და პროზის მეშვეობით მათი ხმის გავრცელების მცდელობას. ნუცა ღოღობერიძემ სამშობლოს მოღალატის ცოლის ბრალდებით 10 წელი გაატარა გულაგში, შორეულ ჩრდილოეთში. ექვსი ნოველისგან შემდგარი „ვალსი პეჩორაზე“ ისტორიის სურათის ნაკლული ნაწილების აღდგენის, გამქრალი ქალების ეროვნულ კოლექტიურ მეხსიერებაში შემო­ნახვის მცდელობაა, ერთგვარი რეჟიმის მხილება, თავისებური „არქიპელაგი გულაგი“ და „კოლიმური მოთხრობები“ – ქართულად და ქალის პერსპექტივით.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-11-27

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატია