ლინგვისტური რელატივიზმი და დეკონსტრუქცია ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელში“ მინდიას კოგნიტურ-ენობრივი ტრაგედია

Main Article Content

ალექსანდრე მელიქაძე

ანოტაცია

ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში წარმოადგენს უნიკალურ ტექსტს, სადაც გმირის ტრაგედია სცდება ტრადიციულ ეთიკურ-სოციალურ დიქოტომიებს და ფუნდამენტურ კოგნიტურ-ლინგვისტურ კრიზი­სად ტრანსფორმირდება. კვლევა ეყრდნობა ედუარდ სეპირისა და ბენჯამინ ლი უორფის ლინგვისტური რელატივიზმის ჰიპოთეზას (ლინგვისტურ დეტერმინიზმს), ლუდვიგ ვიტგენშტაინის ენის ფილოსოფიასა და ჟაკ დერიდას დეკონსტრუქციის მეთოდო­ლოგიას. ამ თეორიულ ჭრილში მინდიას მიერ გველის ხორცის მიღება გააზრებულია არა როგორც მაგიური აქტი, არამედ როგორც რადიკალური „სემიოტიკური გადართვა“: გმირი იბრუ­ნებს „სამოთხის“ ჰოლისტურ ენას („მითურ ცნობიერებას“), რითაც არღვევს ადამიანური ენის საზღვრებს და ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ბინარული ოპოზიციების (მტერი/მოყვარე, ბუნება / კულტურა) დეკონსტრუქციას. ვაჟასეული ხედვის ონტოლოგიური სიღრმის წარმოსაჩენად, ნაშრომში გავლებულია პარალელები მინდიას მითოსის სხვა ლიტერატურულ რეცეფციებთან – კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდიასა“ (ინდივიდუალისტურ-ფსიქოლოგიური ინტერ­პრეტაცია) და გრიგოლ რობაქიძის „ლამარასთან“ (მისტიკურ-ეროტიკული ინტერპრეტაცია). კვლევის შედეგად დასაბუთებულია, რომ მინდიას ტრაგედია განპირობებულია ორი შეუთავსებელი „ენობრივი თამაშის“ – „საყმოს“ რაციონალური ლოგოსისა და ბუნების ირაციონალური ლოგოსის – კონფლიქტით. ვინაიდან მინდიას ტრანსცენდენტული ცოდნა ვერ თავსდება სოციუმის ენობრივ მატრიცაში, კომუნიკაცია შეუძლებელი ხდება, რაც გმირს „ონტოლოგიური დუმილისა“ და გარდაუვალი ფიზიკური განადგუ­რებისთვის სწირავს.

საკვანძო სიტყვები:
ვაჟა-ფშაველა, ლინგვისტური რელატივიზმი, საპირ-ვორფის ჰიპოთეზა, დეკონსტრუქცია, ლოგოცენტრიზმი, ენობრივი თამაშები, მითური ცნობიერება
გამოქვეყნებული: ნოე 27, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია