წყევლა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებში

ავტორები

  • ანა ფუტკარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

წყევლა, სოციუმი, მსოფლმხედველობა, ფსიქოლოგიური პორტრეტები

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია ეგნატე ნინოშვილის (1859-1894) მოთხრობებიდან ამოკრებილი წყევლის ნიმუშები, გაანალიზებულია მათი წარმოთქმის მოტივი და ამ მოტივზე აგებულ პერსონაჟთა სახე-ტიპები. მწერალი მრავლად გვთავაზობს წყევლა-კრულვის ტექსტებს, რომლებიც მწერალმა დიდებულად გამოიყენა პერსონაჟთა პორტრეტებისა თუ სოციუმის დასახასი­ათებლად, ამდენად, წყევლათა ტექსტებს ეგნატე ნინოშვილის პერ­სო­ნაჟთა ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კვლევის მიზანია, განისაზღვროს წყევლა-კრულვის შინაარ­სობრივი დატვირთვა, მისი გავლენა პერსონაჟებზე და ქვე­ტექსტების ანალიზის საფუძველზე წარმოჩნდეს მაწყევართა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გამოიკვეთოს ამ ტიპის რწმენის ფუნქცია მოთხრობათა იდეის განხორციელების პროცესში.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-11-27

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატია