სახელმწიფო საზღვრის მოტივი ქევსერ რუჰის შემოქმედებაში

ავტორები

  • მაგდა გოგიბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქევსერ რუჰი, მუჰაჯირობა და მუჰაჯირთა შთამომავლები, საქართველო, თურქეთი, სახელმწიფო საზღვარი

ანოტაცია

ქევსერ რუჰი თურქეთში დაბადებული და გაზრდილი მწერალია. მისი წინაპრები 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომი მიგრაციების (მუჰაჯირობის) დროს გადასახლდენ თურქეთში ისტორიული სამხრეთ საქართველოდან. მწერალი საქართველოში ცნობილია ქეთი ხანთაძის ფსევდონიმით. ქევსერ რუჰის პუბლიკაციებში – მოთხრობებში, პუბლიცისტურ წერილებსა თუ მოგონებებში – წარმოჩენილია თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის დეტალები, მათი სულის მოძრაობა, მათი ტკივილები. ამასთან, თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდაც მუდამ თან ახლავს. ეს განცდა თავს იჩენს მაშინაც, როცა მწერალი სამხრეთ საქართველოში რუსეთის და თურქეთის მოლაპარაკების შედეგად გაჩენილი სახელმწიფო საზღვრის თემას ეხება... იგი გვიჩვენებს, რამდენად რთული რეალობის წინაშე იდგნენ ქართველები. როგორ წაშალა საზღვარმა ძველ ურთიერთობათა გაგრძელების შესაძლებლობა.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-11-27

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატია