ბოლშევიზმი და ბოლშევიკები ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ 1919-21 წლების იუმორისტული პოეზიაში
Main Article Content
ანოტაცია
ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ 1919-1921 წლების არაერთ ნომერში იბეჭდებოდა პუბლიკაციები ქვეყნის საშინაო ცხოვრებასა თუ საგარეო ურთიერთობებში არსებული პრობლემების შესახებ. ამ პრობლემათა შორისაა ბოლშევიკური საფრთხეც. ჟურნალში გამოქვეყნებული ტექსტები და კარიკატურები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმწვავით და ეხებოდა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს. „ეშმაკის მათრახის“ პოეტურ ტექსტებში ფართოდ და მწვავედ აისახა ისეთი თემები, როგორიცაა საქართველო და მსოფლიო, საქართველო და მეზობელი ქვეყნები. ბოლშევიზმი და ბოლშევიკები და ა.შ. ჟურნალში პოეტური გამოსახვის ისეთი ხერხებით, როგორებიცაა სატირა და იუმორი, წარმოჩენილია არაერთი მოვლენა თუ ქმედება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ქმნის. პუბლიკაციათა ავტორები პირუთვნელად ცდილობდნენ, დღის სინათლეზე გამოიეტანათ იმდროინდელი პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების მანკიერებები.