გრიგოლ რობაქიძე – ,,მედეას ნაწნავები’’

Main Article Content

თათია დავითაძე

ანოტაცია

ემიგრანტი მწერლის – გრიგოლ რობაქიძის რომანი ,,მეგი – ქართველი გოგონა’’ პირველად შეიქმნა რუსულ ენაზე, მერე ითარგმნა გერმანულად. თხზულების პირვანდელი სათაური ყოფილა ,,მედეას ნაწნავები’’, თუმცა, 1932 წელს, როცა რომანი ტიუბინგენში გერმანულად დაიბეჭდა, მას ეწოდა ,,მეგი – ქართველი გოგონა’’.  რომანის გმირები (მეგი – მეგრელი გოგონა; ციცინო – მისი დედა; მენიკი – მეგის ძიძა; უტუ – მათი მოსამსახურე; ასტამური – მეგის სატრფო; ბუჩუ – მეგის ბავშვობის მეგობარი; ჯვებე – ასტამურის ახლო მეგობარი) პარალელს ავლებენ არგონავტების ცნობილ მითთან; შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი რეინტერპრეტაციაა კოლხი მედეას ამბისა, რადგან ავტორს გადმოაქვს მითის სიუჟეტი თანამედროვე სამყაროში და ორიგინალურად იაზრებს მის შინაარსს. ნაწარმოების წაკითხვისას უმალვე მივხვდებით, რომ გრიგოლ რობაქიძის მეგრელი მეგის სახეში იკითხება კოლხი მედეას სახე („კოლხი ქალის მემკვიდრე იყო“). მეგიც, მედეას მსგავსად, იტანჯება ცხოვრებისეული სატანჯველისგან. ავტორი რომანში საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს კოლხეთისა და კოლხების დეტალურ აღწერას; სადაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ჯადოქრებს, კუდიანებსა და ალქაჯებს, ბრძენ მბჭობელებსა და ჯარა ექიმებს, მარჩიელებს, ოჩოპინტრეებსა და მაქციებს.

საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტი მწერალი, რეინტერპრეტაცია, კოლხეთი, კოლხები, კოლხი ქალის მემკვიდრე
გამოქვეყნებული: ნოე 27, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია