„მუჰაჯირი“ და მუჰაჯირობის ფრაგმენტები მე-19 საუკუნიდან

ავტორები

  • ნაირა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მუჰაჯირობა, ჯემალ ჯაყელი, შავი ზღვა, გადასახლება, ქართული ლიტერატურა, ეროვნული იდენტობა, ისტორიული ტრაგედია, მიგრაცია, რელიგია, ფსიქოლოგიური გამოცდილება

ანოტაცია

ჯემალ ჯაყელის რომანი „მუჰაჯირი“ მოგვითხრობს ოსმალეთის ტერიტორიაზე. ქართველების იძულებითი გადასახლების შესახებ. მუჰაჯირობა გამოწვეული იყო რუსეთის და ოსმალეთის იმპერიების პოლიტიკით, რელიგიური და ეთნიკური შევიწროებით, რაც ტრაგიკულად აისახა მოსახლეობის ყოფაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და კულტურულ იდენტობაზე. შავი ზღვა არის მიგრაცათა პროცესისს ძირითადი სივრცე. ავტორი ხაზს უსვამს მგზავრობის სიმძიმეს, ეპიდემიებს, შიმშილს და სიკვდილს, რაც მუჰაჯირობის ტრაგიკულ ნარატივს ქმნის. რომანმა, პერსონაჟების ცხოვრების ტრაგიკული ისტორიების მეშვეობით, აჩვენა ადამიანური სიძლიერე, მამულიშვილობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა სიძნელეებისა და უცხო გარემოს წინაშე. ტექსტი მკითხველს აძლევს საშუალებას, დაინახოს ისტორიული მოვლენა სხვადასხვა პერსპექტივიდან და აღიქვას მუჰაჯირობა არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მუდმივი კოლექ­ტიური მეხსიერების მოვლენად. მუჰაჯირობის ეპოქა აღბეჭდილია ქართულ ლიტერატურაში, როგორც საბჭოთა ეპოქის, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდის ტექსტებში და შესაბამისად, მათში თვალსაჩინოა ეპოქათა კვალიც.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-11-27

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატია