ძველი ქართული სასულიერო ლიტერატურის ინტერტექსტური და ტერმონოლოგიური თარგმანისათვის

Main Article Content

რამაზ ხალვაში

ანოტაცია

ტექსტის თარგმნას წინ უნდა უძღოდეს მოსამზა­დებელი პერიოდი, რაც გულისხმობს დედნის ინტერტექსტურ და ტერმინოლოგიურ შესწავლას. თარგმანმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს დედანში ციტირებული, პაფარაზირებული თუ ინტერ­პრეტირებული პირველწყაროების კვალი, რისთვისაც აუცილე­ბელია დაგროვილი ინფორმაციის, გამოცდილებისა და არსებული ტრადიციების გათვალისწინება. ჩვენს შემთხვევაში, ტბელ აბუსე­რისძის თხზულებების (ჰიმნოგრაფიული ტრილოგია, ჰაგიოგრა­ფიული და პასქალური თხზულებები) ინგლისურ თარგმანებში უნდა შენარჩუნდეს დედნის შესწავლის პროცესში გამოვლენილი ინტერ­ტექსტური  პარალელები, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ ავტორი­ტეტული პირველწყაროების (ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკური, სა­ღვთისმეტყველო, ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, კანონი­კური და პასქალური ლიტერატურა) ინგლისური თარგმანები. ინტერტექსტური თარგმანის ადეკვატურობის მაღალი ხარისხის მისაღწევად აუცილებელია დედანში არსებული ტერმინოლოგიური მოდელების დაცვა (იქნება ეს, საღვთისმეტყველო თუ კულტურო­ლოგიური ტერმინთშესატყვისობები).

საკვანძო სიტყვები:
საეკლესიო ტექსტების თარგმანები, ბიბლიური ინტერტექსტი, საღვთისმეტყველო და პასქალური ტერმინოლოგია, ტბელ აბუსერისძე
გამოქვეყნებული: ნოე 27, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია