„ქართულ ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის საკითხის შესახებ

Main Article Content

თემურ ავალიანი

ანოტაცია

მეცნიერების ნებისმიერი დარგის, მათ შორის ონომასიოლოგიის ჩამოყალიბება, როგორც წესი, უკავშირდება საკუთარი ცნებითი აპარატის და ტერმინოლოგიური ბაზის შექმნას და მუდმივ სრულყოფას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არცერთი დარგობრივი ტერმინოლოგია არ არის დაზღვეული ხარვეზე­ბისგან, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ანალოგიური სიტუაციაა ონომასიოლოგიაში, სადაც ერთმანეთში აღრეულია ისეთი ფუძე­მდებლური ტერმინებიც კი, როგორებიცაა „ონომასიოლოგია“, ონომატოლოგია, ონომასტიკა“ და სხვა. უფრო მეტიც, არც ქართულ და არც უცხოურ სამეცნიერო სივრცეში დღემდე არ არსებობს „ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსი­კონი“. არის მხოლოდ „ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონები“, რომლებში განმარტებული ტერმინთა მნიშვნე­ლოვანი ნაწილი სწორედაც რომ ზოგადად ონომასიოლოგიურია და არა კონკრეტულად ონომასტიკური. დღეს არავისთვის საკა­მათო აღარაა ის, რომ „ონომასიოლოგია“ და „ონომასტიკა“ ერთ­მანეთისგან დამოუკიდებელი ლინგვისტური დარგებია. შესაბა­მისად წინამდებარე ნაშრომში არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე დასმულია საკითხი „ქართულ ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის და მისი „ონომას­ტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონებისგან“ გამიჯვნის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
ონომასიოლოგია, ონომასტიკა, ონომასიოლოგიური ლექსიკონი, ონომასტიკური ლექსიკონი, ნომინაცია, ონიმი
გამოქვეყნებული: ნოე 27, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია